საჯარო მოხელეებს უთხრეს თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო. ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს - მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 18:06 | 17.04.2020
ნანახია: 1537

მეუფე იაკობის თქმით, ხელისუფლებამ მის ეპარქიაში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს უთხრა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე წავლენ, სამსახურებს დაკარგავენ.

"ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის და მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს", - თქვა ბოდბის მთავარეპისკოპოსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე