მოვითხოვთ, საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში - პეტიცია

საქართველო, თბილისი - 13:29 | 17.04.2020
ნანახია: 949

სოციალურ ქსელით ვრცელდება პეტიცია, რომლის ავტორები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რომ საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში. პეტიციას 5000 ხელმომწერი სჭირდება. 13:00-საათისთვის მასზე ხელი მოაწერას 3500-მა ადამიანმა.

„საქართველოს მთავრობას! გთხოვთ უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება ახალი კორონა-ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

გამონდინარე იქიდან, რომ საქრთველოს მოსახლეობის ნაწილი არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს და კომენდანტის საათის მიუხედავად დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, რაც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული, მოვითხოვთ, აღდგომის ღამეს, ყველა ეკლესიასთან დააყენოთ პატრული და საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში, ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში“, - ნათქვამია პეტრიციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე