დავრჩეთ სახლში, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 11:13 | 17.04.2020
ნანახია: 578

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მოუწოდებსმარინა ეზუგბაია  მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს აუცილებელია ერთმანეთის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.

"გუშინ ყველამ მოვისმინეთ, რომ გარკვეულწილად ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები. ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა თითქოს. აქედან გამომდინარე ეს "თითქოს", რომ არ გამყარდეს და ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ ზომიერი კონტროლირებადი მატება, აუცილებელია, დავემორჩილოთ ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს და გთხოვთ ყველას, რომ დავრჩეთ სახლში აუცილებლად, ეს გვეხება თითოეულ ჩვენთაგანს. ჩვენი დაწესებულება უკვე მესამე თვეა დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ "დარჩით სახლში", იმიტომ, რომ ჩვენ - მე და ჩემი თანამშრომლები უკვე მესამე თვეა ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. შეიძლება ეს იყოს ძალიან რთული, მაგრამ ეს უნდა შევასრულოთ აუცილებლად, დავრჩეთ უნდა სახლში, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი, ძალიან გთხოვთ დავრჩეთ სახლში," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე