საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 17.04.2020
ნანახია: 816

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 370 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 77 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე