დღეს მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი - თენგიზ ცერცვაძე

საქართველო, თბილისი - 22:31 | 16.04.2020
ნანახია: 740

დღეს მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასე უპასუხა ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "ტვ პირველის" ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა სჭირდებოდა მას საზოგადოებისა და ხელისუფლებისგან ეპიდემიასთან საბრძოლველად.

"დღეს მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. დანარჩენი რაც არის, გვჭირდება დაავადებაზე უკეთ მოქმედი მედიკამენტები, ოღონდ ეს ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ მედიცინის პროგრესზე", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ეფექტური მედიკამენტის მისაღებად და იმედია მალე დასრულდება ეს პროცესი.

"დღეს ქვეყნის ბედი და ეკონომიკა მრევლის ხელშია", - თქვა ცერცვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე