იტალიაში კორონავირუსმა უკვე 22 170 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 20:46 | 16.04.2020
ნანახია: 630

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 525 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში უკვე 22 170 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

ოთხშაბათს გარდაცვალების 578 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სამშაბათს - 602.

ბორელის თქმით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 168 900-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 40 164 პაციენტი.

კვლავ მცირდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისა და ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა. რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების რიცხვი 21 მარტიდან 3 ათასს ჩამოსცდა. ბორელის თქმით, ინფიცირებულთა 72 პროცენტი სახლის პირობებში მკურნალობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე