საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:41 | 16.04.2020
ნანახია: 588

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 340 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 76 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე