ავსტრალიელმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ლატარიაში 3 მლნ დოლარი მოიგო

საქართველო, თბილისი - 18:02 | 16.04.2020
ნანახია: 631

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის მკვიდრმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ლატარიაში სამ მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მამაკაცმა იყიდა ლატარიის ბილეთი, რომელიც იღბლიანი აღმოჩნდა.

ავსტრალიელმა მილიონერმა გამოცემას განუცხადა, რომ მოგებული ფულით ახალი სახლის შეძენას გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე