ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 19 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 17:33 | 16.04.2020
ნანახია: 579

გასულ 24 საათში ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაიდენობა კიდევ 5 183-ით გაიზარდა და 183 ათასს მიუახლოვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ერთ დღეში გარდაიცვალა 551 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 19 130-ს შეადგენს. ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 182 816 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 74 800 პაციენტი.

უკვე ზედიზედ 24 დღეა მკაცრი კარანტინის მიუხედავად, ესპანეთში მსხვერპლთა რაოდენობა დღეში 500-ზე ქვემოთ არ ჩამოდის.

ამ დროისათვის ესპანეთი მსხვერპლთა რაოდენობით აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზე ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ. ამასთან ესპანეთში მსოფლიოს ერთ მლნ მოსახლეობაზე ყველაზე მეტი მსხვერპლი მოდის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე