თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 22:39 | 15.04.2020
ნანახია: 817

დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მან მოსახლეობას წესების დამორჩილებისკენ მოუწოდა.
„დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი”, - განაცხადა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დაავადება ვრცელდება ოჯახებში, სამეგობროებში, სამეზობლოებში და თუ მოქალაქეები არ დარჩებიან სახლში საქართველოში უბედურება დატრიალდება.

“თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭირო, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს,
თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე