გადავწყვიტეთ, მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველო, თბილისი - 22:00 | 15.04.2020
ნანახია: 701

გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„გათვალისწინებული იქნება ყველა მითითება, რომელიც სახელმწიფოსა და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურების იქნა მოწოდებული საპატრიარქოს მიმართ. ეს ეხება კომენდანტის საათს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე”- აღნიშნა დეკანოზმა.

მისი თქმით, ეკლესია რეკომენდაციას აძლევს რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სფეროს შეზღუდვები.

„უნდა გავითვალისწინოთ სხვა შეზღუდვებიც, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. შეეხება ეს ყველა იმ რისკჯგუფს, იქნება ეს დაავდების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს, ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორც მითითებულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია მათთვის, ვისაც სახლშ ყავს ასეთი რისკჯგუფში შემავალი ადამიანი, მათ უნდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს დაავადება, რომელზეც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, ამიტომ უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, პატარა ტაძრებში მრევლი ეზოებში დისტანციის დაცვით მოთავსდება.

„დიდ ტაძრებში საუბარი არის ორმეტრიანი დისტანციის დაცვაზე პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამის დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაშ ტაძარში ყოფნა შესაძლებლობა ექნება დილის წირვას დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩუნება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე