პანდემია აჩქარდა! გაახალგაზრდავდა. გთხოვთ დარჩით სახლში - თემურ მიქელაძე

საქართველო, თბილისი - 20:43 | 15.04.2020
ნანახია: 2713

"პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე - ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე ფეისბუქის გვერდზე წერს.

ის მოქალქეებს მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისა და სახლში დარჩენისკენ, რათა სხვებთან ერთად დაცულნი იყვნენ სამედიცინო სფეროსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებიც, რომლებიც ადამიანების გადასარჩენად ეპიდემიის გავრცელების პირობებში უწევთ ბრძოლა.

„პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა: სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ, #დარჩისახლში“, – წერს თემურ მიქელაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე