საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:48 | 15.04.2020
ნანახია: 507

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 306 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 71 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  463

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე