ტომ ჰენქსმა და მისმა ცოლმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სისხლი ჩააბარეს

საქართველო, თბილისი - 17:31 | 15.04.2020
ნანახია: 657

ტომ ჰენქსმა და მისმა ცოლმა რიტა უილსონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სისხლი ჩააბარეს. იუწყება Independent-ი. შესაძლოა, მათ სისხლის შემადგენლობაში არსებული ანტისხეულები სპეციალისტებს დაეხმაროს ლაბორატორიულ კვლევებში.

 

COVID-19 ვარსკვლავურ წყვილს მარტში დაუდგინდა.  ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ და ავსტრალიდაან ლოს-ანჯელესში დაბრუნდნენ. ექიმების აზრით, მათ ვირუსის მიმართ იმუნინეტეტი გამოუმუშავდათ.

 

სისხლის ჩაბარების გადაწყვეტილების შესახებ რიტა უილსონმა CBS This Morning-თან ინტერვიუში ისაუბრა. „გვაინტერესებს დაეხმარებათ თუ არ ჩვენი ანტისხეულები ვაქცნის შექმნაში და შეგვიძლია თუ არა ჩავაბაროთ ჩვენი სისხლის პლაზმა“.

მან ასევე ისუაბრა დაავადების მიმდინარეობაზე. მისი თქმით, თავს სუსტად გრძნობდა და ყველაფერი სტკიოდა, უნდოდა რომ არავინ შეხებოდა. ასევე ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ასევე დაკარგა გემოსა და ყნოსვის შეგრძნება.

ტომ ჰენქსს დაბალი ტემპერატურა ჰქონდა და მას გემოსა და ყნოსვის შეგრძნება რა დაუკარგავს. ექიმებმა ცოლ-ქმარს განუმარტეს, რომ დაავადება მათ ერთი ადამიანისგან გადაედოთ, თუმცა როდის მოხდა ეს, დაუდგენელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე