რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 490-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 14:13 | 15.04.2020
ნანახია: 542

COVID-19-ის მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების დღიდან.

წინა 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 588 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დედაქალაქ მოსკოვში.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების გასამკლავებლად ეროვნული გვარდიის გამოყენება გახდეს საჭირო.

სულ რუსეთის ფედერაციაში შემთხვევების საერთო რაოდენობამ 24 490-ს მიაღწია. გარდაიცვალა 198 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე