ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველო, თბილისი - 12:23 | 15.04.2020
ნანახია: 522

ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა „კოვიდ 19“-ით ინფიცირების, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა, ასევე მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რომელიც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები.

„დღეს 21:00-დან აიკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა. რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისები. ამ მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე