ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დარჩებით სახლში - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 12:05 | 15.04.2020
ნანახია: 561

დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად გადავრჩეთ , - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა და  მოსახლეობას მოუწოდა დაიცვან სოციალური დისტანცია და სახლში დარჩნენ.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს. თუ არ დარჩით სახლში, ფიზიკური დისტანციით“ , – განაცხადა რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე