აშშ-მა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 15.04.2020
ნანახია: 578

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, აშშ-მა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაინანსება შეუწყვიტა. ამის შესხაებ ტრამპმა  თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაციას არ ამოწმებდა და დროულად და გამჭვირვალედ არ ავრცელებდა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ ძირითადი მოვალეობა ვერ შეასრულა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ტრამპის შეფასებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებდა ჩინეთის დეზინფორმაციას და ამ ქვეყანას ზედმეტად ენდობოდა. ოტგანიზაციის შეცდომების შედეგად კი აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.

„ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. შედარებისთვის, ჩინეთი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, მიეღო შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოიძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე