კორონავირუსის რამდენიმე ათასეული ფაქტის შემთხვევაში, 20-30 პროცენტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის, ამიტომ დარჩით სახლში - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 21:11 | 14.04.2020
ნანახია: 756

კორონავირუსის რამდენიმე ათასეული ფაქტის შემთხვევაში, 20-30 პროცენტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, იქნება დანაკარგები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, წესები დაიცვან და სახლში დარჩნენ.

„რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30 პროცენტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები. ამიტომ ამას ყველა ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ამიტომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილებისგან შევიკავოთ თავი, მწუხრის სუფრა, რაც ვიცით საქართველოში, შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი, შევიკავოთ თავი ბევრი სხვა ტრადიციული, რელიგიური, თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან. იცით, რომ უმნიშვნელოვანესია ეს ორი კვირა ქვეყნისთვის“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე