იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 675 შემთხვევა დადასტურდა, რაც უკანასკნელ ერთ თვეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

საქართველო, თბილისი - 20:33 | 14.04.2020
ნანახია: 712

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 675 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

 „დღეისათვის გვყავს 104 291 ინფიცირებული, ერთ დღე-ღამეში მათი რაოდენობა 675-ით გაიზარდა“, - განაცხადა ბორელიმ.

წინა დღე-ღამის განმავლობაში იტალაიში ინფიცირების 1 363 შემთხვევა გამოვლინდა. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 10 მარტს იტალიაში 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ანტირეკორდი კი უკვე 21 მარტს დაფიქსირდა, როდესაც  პიკმა 4 821 შეადგინა.

ბორელის თქმით, იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან  ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 162 400-ს შეადგენს. დაღუპულთა რაოდენობამ კი 20 ათასს გადააჭარბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე