ნატო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 19:14 | 14.04.2020
ნანახია: 573

დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოზეც ისაუბრა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან და უკრაინასთან.

მისი თქმით, კორონავირუსის კრიზისი ყველას ეხება, თუმცა უსაფრთხოების გამოწვევები დღის წესრიგში რჩება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას უკრაინაში და მისი ხომალდები წარმოდგენილია შავ ზღვაშიც.

"ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, ამის კარგი მაგალითია რუმინეთი. ნატო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან და უკრაინასთან. კორონავირუსის კრიზისი ყველას გვეხება, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევები იგივე რჩება,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე