ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 18:42 | 14.04.2020
ნანახია: 570

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ათასს გასცდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 93 800-ს შეადგენს. ინფორმაციას ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში დაიღუპა 778 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 12 107-ს აღევს. ინფიცირებულთა რიცხვი 5 252-ით გაიზარდა და 93 878-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 1 935 646 ადამიანი, გარდაიცვალა 120 914 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე