საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველო, თბილისი - 17:29 | 14.04.2020
ნანახია: 543

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, რათა საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს 10 მაისამდე.

"მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე 10 მაისამდე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც სასწრაფოდა არის მისაღები, რათა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ",- აღნიშნა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე