დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 15:05 | 05.01.2016
ნანახია: 2909

„დღეს ჩემი სალონი დამხვდა გატეხილი“, - ამის შესახებ დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც აღმოჩნდა, დღეს დილით დიზაინერუის სამკერვალო სალონი-მაღაზია გაქურდეს. წაღებული სათამაშოები და მცირეოდენი თანხა.

„დღეს ჩემი სალონი დამხვდა გატეხილი. ბევრი არაფერი, თანხა და რამდენიმე სათამაშოა წაღებული, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გვქონდა შეგროვებული, მადლობა ღმერთს, რომ თითქმის ყველა დავარიგეთ ახალ წლამდე!

მაგრამ ფაქტი გულს მიკლავს! შეიძლება, მოიპარო ფული, მაგრამ ბავშვების საჩუქარს ხელი როგორ უნდა მოჰკიდო? წერილდაკრულს!!! ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც არ შეაწუხებს ნამუსი?!“ – კითხულობს დიზაინერ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე