ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველო, თბილისი - 17:09 | 14.04.2020
ნანახია: 605

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმს, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე განაცხადა, რომ ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია. მისი თქმით, მაქსიმალურად ითვალისწინებენ მდგომარეობას, და მრევლს აფრთხილებენ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

მისივე თქმით, ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის ინფექციისგნა დაცვის გარანტია

„ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება, ადრე თუ გვიან. მთავარია, სტრატეგია ეს არის ზოგადად ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსი, ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ, ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ყველა უსაფრთხოების ზომა და თან ვმსახურობთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე