ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 14.04.2020
ნანახია: 618

ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გავრცელებული ცნობით, დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს იმ პირების კვლევა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ მედპერსონალთან. კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე