მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჭიათურაში სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 14.04.2020
ნანახია: 631

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჭათირის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ექვს აპრილს მეზობლის სამძიმარზე იმყოფებოდა. სოფელში ის თბილისიდან იყო ჩასული.

გავრცელებული ცნობით, ის მხოლოდ სამძიმარზე იმყოფებოდა და სარიტუალო სუფრას არ დასწრებია. მას შეხება ჰქონდა მეზობლებთან, თუმცა კონტაქტების რაოდენობა ბევრი არ არის.

მამაკაცს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, ის თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაინფიცირების წყარო უცნობია.  სწრაფი ტესტით შეამოწმეს მისი ოჯახის წევრიც, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მეზობლები სავარაუდოდ, თვითიზოლაციაში არიან.

სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გამოვლენილია კონტაქტები.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე