ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 13:57 | 14.04.2020
ნანახია: 413

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 567 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ჯანდაცვის სანიმინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 172 500 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18 056 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 67 500 ადამიანი.

მადრიდში დაფიქსირდა COVID-19-ის დაახლოებით 48 ათასი შემთხვევა, მათ შორის გარდაიცვალა 6 500.

ამ დროისათვის ესპანეთი აშშ-ისა და იტალიის შემდეგ მსხვერპლთა რაოდენობით მესამე ადგილზეა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შენელების მკაფიო ტენდენცია შეინიშნება. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ პიკმა გადაიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე