კორონავირუსით ინფიცირებულმა სასულიერო პირმა თბილისის ცენტრალურ უბანში წირვა აღავლინა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 14.04.2020
ნანახია: 596

კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. "ფორმულას" ინფორმაციით, სასულიერო პირს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზე აღასრულებდა.

ირკვევა, რომ მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ აღნიშნული სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე