ქობულეთში 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 14.04.2020
ნანახია: 600

აჭარაში ცხრა თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვილი კიდევ ერთი ხუთი წლის ბავშვთან და ქალთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამივე მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.

"5 ახალი შემთხვევიდან 2 არის ბავშვი, ერთ წლამდე და ათ წლამდე. ორივე გადაყვანილია თბილისში. 25 დადასტურებული შემთცვებიდან მოძიებულია პირველი და მეორე რიგის 355-ზე მეტი კონტაქტირებული პირი, რომელზეც მკაცრი თვითიზოლაციიის წესები არის დაწესებული," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე