იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 566 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:46 | 13.04.2020
ნანახია: 613

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადაააჭარბა. გასულ  24 საათში 566 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის  სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ ბრიფინგზე განაცხადა.

ექვსდღიანი კლების შემდეგ პირველად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საავდმყოფოეში. კლინიკებში მათი რაოდენობა 73-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით სულ ჰოსპიტალიზირებულია 28 023 ადამიანი. ამასთან, უკვე მეორე კვირაა სტაბილურად მცირდება ინტენსიური თერაპიის პალატებში პაციენტთა რაოდენობა.

ბორელის თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 159 500-ს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე