მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის

საქართველო, თბილისი - 20:57 | 13.04.2020
ნანახია: 1740

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგეს. ამ საკითხზე საქართველოს მთავრობას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 150 ლარი დაერიცხებათ იმ ადამიანებს, ვინც საშემოსავლო გადასახდს იხდიდნენ და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო შეწყვიტეს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი თვითდასაქმებულებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე