საქართველოში კორონავირუსისგან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 20:34 | 13.04.2020
ნანახია: 594

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 272 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 68 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე