ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა

საქართველო, თბილისი - 18:35 | 13.04.2020
ნანახია: 752

ჩერნობილის ზონაში ხანძარი  რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა, ცეცხლმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია.

ხანძარი 4 აპრილს 30 ჰექტარზე გავრცელდა, 7 აპრილს კი 35 ჰექტარი მოიცვა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა 5 აპრილს დაადგინეს პირის ვინაობა, რომელიც კოტოვის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ხანძრის განზრახ გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიციელებმა ჩერნობილის ზონაში მდებარე დასახლებიდან მოქალაქეები გაიყვანეს. მაშველებმა ცეცხლი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, კოტოვის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ჩააქრეს, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია ორ სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლმა პრიპიატამდე მიაღწია და რადიოაქტიური ნარჩენების საცავიდან ორ კილომეტრში მძვინვარებს. საცავში მოთავსებულია ჩერნობილის ზონის მაღალაქტიური რადიაციული ნარჩენები.

ჩერნობილის ატომურ ელექტოროსადგურზე კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა, როდესაც სადგურის მეოთხე ენერგობლოკის ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე