კიევ-პეჩერის ლავრის არქიმანდრიტი კორონავირუსს ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 13.04.2020
ნანახია: 835

კორონავირუსით გარდაიცვალა კიევ-პეჩერის ლავრის არქიმანდრიტი ნექტარიუსი. იუწყება უკრაინული გამოცემა Unian-ი.

გამოცემის ცნობით, 73 წლის არქიმანდრიტი კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ სამონასტრო კომპლექს კიევ-პეჩერის ლავრაში კარანტინი გამოცხადდა და დაიხურა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ლავრაში კოვიდინფიცირების 63 შემთხვევაა დადასტურებული.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა ლავრის წინამძღვარი, მიტროპოლიტი პავლეც.

ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 3 102 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 93 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე