ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კლინიკაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 13.04.2020
ნანახია: 591

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მას შემდეგ რაც კლინიკიდან გაწერეს, განაცხადა, რომ რეანიმაციაში მისი მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მერყეობდა. თუმცა თავდაპირველად პრემიერის ოფისი მისი მდგომარეობის სიმძიმეს უარყოფდა.

ჯონსონი ლონოდნის კლინიკიდან კვირას გაწერეს, სადაც ორი დღე-ღამის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და კორონავირუსს ებრძოდა. მან განსაკუთრებული მადლობა ორ მედდას გადაუხადა.

 „განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი მედდა, რომლებიც ჩემს საწოლთან 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, იმ დროს, როდესაც შესაძლოა, ნებისმეირ შედეგი დამდგარიყო. ჯენი ახალი ზელანდიიდან და ლუისი პორტუგალიიიდან. იმის მიზეზი, რომ ჩემმა ორგანიზმმა ბოლოსდაბოლოს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი მიიღო არის ის, რომ ისინი ღამეში ყოველ წამს თვალყურს ადევნებდნენ ჩემს მდგომარეობას, მივლიდნენ და აუცილებელ სამედიცინო დახმარებას მიწევდნენ“, - განაცხადა ჯონსონმა ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, 27 მარტს ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას აგრძელებდა. 3 აპრილს ვიდეომიმართვაში პრემიერმა განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

მოგვიანებით პრემიერის კანცელარიაში განაცხადეს, რომ ჯონსონი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე