პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველო, თბილისი - 12:07 | 13.04.2020
ნანახია: 510

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კლინიკაში  ამ დროისთვის 81 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 66-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მისი თქმით,  ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი - კრიტიკული.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 81 პაციენტი, აქედან 66 არის კოვიდინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა. დანარჩენ პაციენტებთან დაკავშირებით ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან შედეგებს და თუ დადასტურდება უარყოფითი შემთხვევები პაციენტები გაეწერებიან პროტოკოლის დაცვით. რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი. მათი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. სამი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, იმყოფებიან სიპაბვენტილაციაზე“, - განაცხადა რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე