თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 13.04.2020
ნანახია: 544

თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 ნიმუშიდან ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადაიყვანენ.

კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას თქმით, პაციენტი ასაკოვანია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად 266 დადასტურებულ შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. გარდაიცვალა სამი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე