ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1 557 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 13.04.2020
ნანახია: 659

ბოლო 24 საათში შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1 557 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამ დროისათვის აშშ-ში COVID-19-მა უკვე 22 079 ადამიანი იმსხვერპლა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 557 771-მდე გაიზარდა,  ყველაზე მეტი ინფიცირებული ნიუ იორკის შტატშია გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 41 700 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე