პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალმა 24 კვირის ორსული ტაშით გააცილა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 22:41 | 12.04.2020
ნანახია: 934

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალმა კორონავირუსით ინფიცირებული 24 კვირის ორსული, რომელმაც კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ტაშით გააცილა. გაცილების კადრები კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

„ასე ამაღელვებლად დაემშვიდობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და პერინატალური დეპარტამენტი საქართველოში covid19 -ით ინფიცირებულ პირველ 24 კვირის ორსულს , რომელიც 2020 წლის 26 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით . ორსული სრულად გამოჯანმრთელდა, ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს Levani Ratiani პაატა ჟირჟოლიანი“, - ნათქვამია კლინიკის ფეისბუქგვერდზე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე