ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 431 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 19 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

საქართველო, თბილისი - 21:03 | 12.04.2020
ნანახია: 579

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს  431 ადამიანი ემსხვერპლა, რაც უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საერთო ჯამში გარდაცვლილია 19 899 ადამიანი. ამის შესახებ ჟურნალისტებს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განუცხადა.

გარდაცვალების ასეთი დაბალი მაჩვენებელი 19 მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როდესაც ერთ დღეში 427 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ ქვეყანაში ლეტალური გამოსავლების ზრდის დინამიკა გაიზარდა.

27 მარტს იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით ანტირეკორდი დაფიქსირდა, ამ დღეს ქვეყანაში კორონავირუსმა 969 ადამიანი იმსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე