კლინიკა „თიმის“ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 20:21 | 12.04.2020
ნანახია: 643

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკა "თიმის" თანამშრომელია. მას COVID - 19 ლაბორატორიულად ორი დღის წინ დაუდასტურდა.

კლინიკა "თიმის" ინფიცირებული ექიმი პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი. იზოლაციაშია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის კლინიკის დირექტორიც. კლინიკა "თიმის" სხვა პაციენტები ნაწილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო 7 მძიმე პაციენტი, კლინიკის დირექტორის თქმით, ადგილზე რჩებიან და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

„ერთი ექიმია დაინფიცირებული. მისი ტესტირება ჩატარდა გუშინ და გუშინ საღამოს მივიღეთ პასუხი. ექიმს სიმპტომები აღენიშნა. პარასკევს ჰქონდა ყელის ტკივილი და სამსახურში არ მოვიდა, დღის განმავლობაში აღენიშნა ცხელება, რის გამოც დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ეს ექიმი არის სტაციონარის ექიმი. პაციენტებთან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჰქონდა კონტაქტი, კონტაქტი ჰქონდა ასევე თანამშრომლებთან და ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. დაახლოებით 30-მდე მედპერსონალია კარანტინში”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე