საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:37 | 12.04.2020
ნანახია: 703

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 252 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 67 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა -3

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 401 პირი, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე