კლინიკა "მედისონში" კორონავირუსი 80 წლის ქალს დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 19:13 | 12.04.2020
ნანახია: 608

 

ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა "მედისონში" კორონავირუსი დღეს 80 წლის პაციენტს დაუდასტურდა. 80 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მუცლის ტკივილით შეიყვანეს.

პირველადი ტესტის დროს მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მას შემდეგ, რაც COVID-19 მის მეუღლეს დაუდასტურდა, ქალს განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს. ამ ეტაპზე კლინიკაში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოიძია ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტი, ეს კონტაქტი აღმოჩნდა ქალბატონი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტის მიერ მოხდა ამ ქალბატონის გამოკვლევა, დადგინდა კორონავირუსი. როგორც აღმოჩნდა, მას გადაედო მეუღლისგან," - განაცხადა "მედისონის" დირექტორმა ეკატერინე სანიკიძემ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე