აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როგორ ჩატარდება, მაგას ვნახავთ - მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 12.04.2020
ნანახია: 831

არავის ვეძახით, მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხო ხედავთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ საპატრიარქო პანდემიის ფონზე ღვთისმსახურებებს არ ცვლის, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

"აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როგორ ჩატარდება, მაგას ვნახავთ. არავის არ ვეძახით, მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხო ხედავთ... თუ მოვიდა კაცი, უნდა მიიღო, თუ არ მოვა, დღეს არავის არ ვეძახით... ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩავატაროთ ისე, როგორც ტარდება. უნდა დაგვაცადონ, რომ აქ იქნება თუ სხვა ტაძრებში, წესრიგზე ვიზრუნოთ," - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 6 კვირაძზე მეტი გავიდა საქართველოში კორონავირუსის გავრცლებიდან და ეკლესიიდან არავის გადადებია.

"შეხედეთ რამდენი დროს გავიდა, 6 კვირაზე მეტია გასული, რაც ყველაფერი დაწყებულია და ძალიან უნდათ ხოლმე, რომ კლასტერი ეკლესიიდან იყოს, ვინმეს გადადებია აქედან?!" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დაწესებული კომენდანტის საათის პირობების მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში შაბათს 23 საათიდან აღევლინება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე