იმედია, ხალხი დაესწრება სააღდგომო ლიტურგიას, აბა რისთვის ტარდება - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 12.04.2020
ნანახია: 596

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) იმედს გამოთქვამს, რომ სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში მრევლი დაესწრება. მისი თქმით, ტაძრებში წირვა აუცილებლად ჩატარდება.

"ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი რამე მოხდეს, რომ არ ჩატარდეს. რაც შეეხება დასწრებას, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმედია დაესწრება ხალხი, აბა რისთვის ტარდება?!"- ამბობს მიტროპოლიტი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად სამებაში სააღდგომო ლიტურგია, ჩვეულ რეჟიმში მაინც ჩატარდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე