ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 71 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 12.04.2020
ნანახია: 567

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 71 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვლა 4 474 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

 „24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 657 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 71 686-ს მაღწია“,  - განაცხადა მან ტელეარხ IRINN-ის ეთერში.

მისი თქმით, გარდაიცვალა 4 474, ხოლო გამოჯანმრთელდა 43 894 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე