სააღდგომო ლიტურგია შაბათს 23 საათზე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 13:53 | 12.04.2020
ნანახია: 764

დაწესებული კომენდანტის საათის პირობების მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში შაბათს 23 საათიდან აღევლინება. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განაცხადა.

"სამშაბათს საღამოს 4 საათზე შვიდგზის ზეთისცხება იქნება, შაბათს დილით 7 საათზე შესრულდება წესის აგება, იქნება ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. შაბათს საღამოს 22 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ხოლო 12 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მას მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია", - თქვა არქიდიაკონმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე