მსოფლიოში კორონავირუსისგან 400 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 12.04.2020
ნანახია: 1331

მსოფლიოში კორონავირუსისგან 400 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 404 878-ს შეადგენს.

სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 778 562 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 108 867 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 63 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე