დონალდ ტრამპმა ყველა შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 12.04.2020
ნანახია: 1200

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა. ამგვარად, პირველად ისტორიაში ეს რეჟიმი ყველა შტატში ამოქმედდა. ინფორმაციას მიკრობლოგ Twitter-ზე თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯად დირი ავრცელებს.

 „პირველად ისტორიაში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 50-ვე შტატში უბედურების რეჟიმი მოქმედებს“, - წერს ის.

ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულია 529 951 ადამიანი, გარდაიცვალა 20 071 პაციენტი. COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.  

აშშ-ში ყველაზე მძიმე სიტუაცია ნიუ იორკის შტატშია. აქ კორონავირუსით დღეში 700 ადამიანი იღუპება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 778 562 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 108 902 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე